პოპულარული პოსტები

Friday, January 18, 2013

ალერგიული რეაქციები კანზე და კოსმეტიკა

    სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების კანზე ზემოქმედების შედეგად ზოგჯერ ადგილი აქვს კანის მგრძნობელობის შეცვლას;ვითარდება კანის ალერგიული რეაქცია ალერგიული დერმატიტის სახით(კანის ანთება)
    ალერგიულ დერმატიტებს იწვევს შემდეგი კოსმეტიკური საშუალებები:მალამოები,პომადები,თვალის საღებავები,საპონი,შამპუნი,თმის ლაქი,სუნამო,თმის საღებავები.
     ალერგიული რეაქცია შეიძლება განვითარდეს  კოსმეტიკური საშუალებების პირველადი გამოყენებისთანავე,რასაც თან ახლავს:შეშუპება,სიწითლე,წვის შეგრძნება,წვრილწინწკლოვანი გამონაყარი კანზე,ქავილი,აქერცვლა.ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა შეწყვიტოთ  ყველა სახის კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება და დაიდოთ ორკბილას,ან კრაზანას ცივი საფენები,შემდგომ კი აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს.
    ალერგიული რეაქციის მოსაცილებლად უპირველეს ყოვლისა აუცილებელია დადგინდეს ალერგენი(რამაც გამოიწვია რეაქცია)  მოცემულ შემტხვევაში დიდ როლს თამაშობს პირადი დაკვირვებები
პრაქტიკული რჩევები სახის კანის ალერგიული რეაქტიულობისას(ექიმთან ვიზიტამდე)
1)სახე მოიბანეთ გამოხდილი წყლით უსაპნოდ
2)შემდეგ კანი მსუბუქად გაიწმინდეთ გაიწმინდეთ ბამბის ტამპონით და გაღიზიანებულ ადგილებზე დაიდეთ  სველი დოლბანდი,რომელიც დასველებული უნდა იყოს ბორის მჟავას სუსტი ხსნარით( 1/2 ჩ.კ.  1 ჭიქა გამოხდილ წყალზე),ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გვირილას,ორკბილას,ან სალბის ნაყენი( 2 ჩ.კ.დაფქვილ ყვავილებს დავასხათ  1 ჭიქა მდუღარე.
3) შეგიძლიათ წაისვათ გიდროკორტიზონის მალამო,სუდოკრემი და ა.შ
4)20 დღის განმავლობაში დღეში რამდენჯერმე უნდა დალიოთ ცერცველას ნახარში,ისე როგორც ჩაი.იბანავეთ წყალში,რომელიც შეიცავს მუხის ქერქის ნაყენს
5) ალერგიული რეაქციის დროს კარგია ბანაობის შემდეგ გადაივლოთ კაკლის ფოთლების ნახარში(აიღეთ 15 ფოთოლი,ხარშეთ 10-15 წუთი 2 ლიტრ წყალში)
ნიღაბი სახის შეშუპებისას
   2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი გოგრა დავდგათ სუსტ ცეცხლზე მცირე რაოდენობის წყალში დარბილებამდე,შევურიოთ 1/2 ჩ.კ. თაფლი და კარგად ავურიოთ.მასა მარლაზე დადეთ და სუფთა მშრალ კანზე თბილად დაიდეთ.20 წუთით კომპრესის ქაღალდი დაიფარეთ.ნიღაბი ჩამოიბანეთ გადადურებული წყლით და წაისვით მკვებავი.ნიღაბი დაიდეთ დრეგამოშვებით
ხვალ დავდებ მე-2 ნაწილს

ჭორფლი და პიგმენტური ლაქები(ხლოაზმები)

    ჭორფლი და პიგმენტური ლაქები(ხლოაზმები) კანის ყველაზე უფრო ხშირად გავრცელებული კოსმეტიკური  დეფექტია.ჭორფლი ჩნდება ადრე,ჩვეულებრივ 4-6 წლის ასაკში.მოგვიანებით მათი გაჩენა და შეფერილობის გაძლიერება ხდება მზის სხივებით.ჭორფლი აღენიშნება ძირითადად ქერა და წითურთმიან ხალხს.
    ჭორფლის არსებობისას აუცილებელია განსაკუთრებული მოვლა მარტიდან სექტემბრამდე.გაზაფხულის მზის პირველი სხივები იწვევენ სახეზე ჭორფლის უფრო ინტენსიურ გამოჩენას,ამიტომ მათი პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა დაიწყოთ  ადრეულ გაზაფხულზე,უფრო ინტენსიური შეფერილობის გამოჩენამდე,ან მანამ სანამ ისინი შესამცნევი გახდებიან სახეზე.თუ ახალგაზრდობიდანვე მიეჩვევით რაციონალურ რეჟიმს,თვით ყველაზე ელემენტარულს(მზეზე ყოფნისას სახეზე ოდნავ წავისვათ ცინკის საცხი,ტანის გაშიშვლებიშე.
    ჭორფლის მოცილების ყველაზე პოპულარულ საშუალებად  დღესდღეისობიტ იტვლება კანის აქერცვლა.თუ თქვენ გადაწყვიტეთ ჭორფლის მოსაცილებლად  მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენება,გირჩევთ გაიტვალისწინოთ შემდეგი:
1) აუცილებელია ექიმ კოსმეტოლოგის დასკვნა,მოცემულ შემთხვევაში  ამ პროცედურის მიზანშეწონილობის შესახებ.
2) ყოვლად დაუშვებელია ამ მეთოდის გამოყენება ჰირსულტიზმის(ჭარბთმიანობა) და ზედაპირული სისხლძარღვების დროს
    ჭორფლის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები
      კანის ამ დეფექტთან ბრძოლა იძლევა მხოლოდ დროებით გაუმჯობესებას,ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება პროფილაქტიკურ ღონისძიებებს უნდა მივაქციოთ.კანის მოვლის სპეციალური ღონისძიებები ჭორფლისა და პიგმენტაციის წარმოშობამდე უნდა ჩავიტაროთ.ამ მიზნით რეკომენდებულია საყოველთაოდ მიღებული დოზებით მიიღონ ასკორბინის,ან ნიკოტინის მჟავა.ეს უკანასკნელი ფლობს უნარს  შეასუსტოს კანის მგრძნობელობა მზის სხივებისადმი.ასკორბინის მჟავა,ან ვიტამინი c,თუ არ არის მისი საკმაო ოდენობით ნატურალური  სახით საკვებთან ერთად მიღების შესაძლებლობა,უნდა მიიღონ 1- 1.5 გ  3 ჯერ დღეში,ჭამამდე,ყოველდღიურად 2-3 კვირის მანძილზე.განსაკუთრებით მარტიდან უნდა გამოიყენონ საკუვები,რომელიც ცე ვიტამინს შეიცავს( მჟავე კომბოსტო,ასკილის ჩაი,ვაშლი,ლიმონი,გრეიფრუტი,მწვანე ხახვი და ა.შ)
      პროფილაქტიკური მოვლა დაიწყება  სახის  და ყელის  კანის გაწმენდით.ცხიმიანი,მშრალი,ნორმალური კანის გაწმენდა კარგია მჟავე რძით.სწორედ რძის მჟავა იძლევა დასაწყისში,ჯერ კიდევ სუსტად გამოხატულ ჭორფლისას,კარგ ეფექტს.მას აქვს თვისება გაათეთროს კანი.იგი შეიძლება შეიცვალოს  2-3 % იანი ლიმონის მჟავით(ნახევარ ჭიქა გამოხდილ წყალზე 2-3 გ ლიმონის მჟავა)
    ყოველგვარი კანისთვის(მშრალი ნაკლებად) კარგია მკვებავის წასმამდე  საღამოს და დილით  დავფაროთ ლიმონის   წვენით.იგი უხსოვარი დროიდან ითვლებოდა კანის გათეთრების ბუნებრივ და ეფექტურ  საშუალებად.წვენი მსუბუქად შეიზილეთ კანზე(მშრალი კანისას ლიმონის წვენით იფარება მხოლოდ ჭორფლიანი ადგილი)შემდგომ ლიმონის წვენი არ ჩამოიბანოთ ისე,გადაისვით მკვებავი.ლიმონის წვენის გარდა შეგვიძლია გამოვიყენოთ გრეიფრუტის წვენი(კანისთვის ყველაზე სასარგებლოა)ხახვის წვენი,მჟავე კომბოსტოს წვენი,ძმრის და ლიმონის წვენის ნარევი წყალთან თანაბარი ოდენობით.ასევე წითელი მოცხარის წვენის გამოყენებაც შეგიძლიათ,რომელიც სავსებით ცვლის ლიმონის წვენს,ოხრახუშის ძირებისა და ფოთლების ნაყენი,ან მისი წვენი,კეფირი,ბაბუაწვერას ყვავილების ნაყენი.
      კანის გაწმენდის შემდეგ კარგია წაისვათ  ხაჭოსთან შერეული მჟავე რძის ნიღაბი 10-15 წუთით გაიჩერეთ(ცხიმიანი კანის შემთხვევაში ნიღბის წასმამდე ლიმონის წვენი წაისვით)ნიღაბი მოიშორეთ სველი ბამბის ტამპონით და ჯერ კიდევ სველ კანზე წაისვით მკვებავი.
      ჭორფლიანი კანის გასაწმენდად კარგია ასევე  2 ჩ.ჭ ვარდის წყალში გახსნილი    0.5  ჩ.კ.  ნიშადურის სპირტით სახის გაწმენდა
   



პიგენტური ლაქები
      პიგმენტური ლაქები( ხლოაზმები) მეტად გავრცელებული  კანის დეფექტია.ისინი წარმოადგენენ  სხვადასხვა ფორმისა და  ზომის ,მუქი ყვითელი ფერის,ან ყავისფერ ჩვეულებრივი კანისაგან მკვეთრად გამორჩეულ  ლაქებს.გვხვდებიან სახეზე,კისერზე,ხელებზე,გულმკერდზე.ზამთარში ისინი შედარებით ბაცია,ზაფხულში კი მუქდებიან.
    პიგმანტური ლაქების გაჩენა დაკავშირებულია რიგ პათოლოგიებთან,ესენია:  კუჭ-ნაწლავის,ღვიძლის,ნაღვლის ბუშტის,თირკმელების,ჰიპოვიტამინოზის პათოლოგიები,ასევე ორსულობა.
პიგმენტური ლაქების მოვლა
   ასეთი სერიოზული კოსმეტიკური ნაკლის დროს აუცილებელია  კოსმეტოლოგთან,ან დერმატოლოგთან ვიზიტი,მათ უნდა დაადგინონ ლაქების წარმოშობის მიზეზი,წინააღმდეგ შემთხვევაში კანის გადაქერცვლას ხანმოკლე შედეგი ექნება.აუცილებელია ასეთ დროს კანი დავიცვათ მზისგან.პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ  იგივე მეთოდებსა და  საშუალებებს იყენებენ,რასაც ჭორფლის დროს,მაგრამ ყოველგვარი საშუალებების მოქმედება არაეფექტურია,თუ იმ ძირითად დაავადებას არ ვუმკურნალებთ,რომელიც პიგმენტური ლაქების წარმოშობის მიზეზია.ამრიგად უნდა მივმართოთ ექიმს ძირითადი დაავადების დადგენისა და მკურნალობის მიზნით.რაც შეეხება ორსულობის დროს  წარმოქმნილ  ლაქებს,იგი მშობიარობის შემდეგ თავისთავად გაქრება

Thursday, January 17, 2013

კვების დროს შეუთავსებადი პროდუქტები

(ჰ.შელტონის ცხრილის მიხედვით)
    საკვები პროდუქტების ურტიერთშეთავსების პრობლემებს მსოფლიოს თვალსაჩინო მეცნიერთა მრავალი ნაშრომი მიეძღვნა.ამ მხრივ საინტერესო გამოკვლევა ჩაატარა დოქტორმა ჰერბერტ შერტონმა.მან შექმნა მეცნიერება კვების შესახებ,რომელსაც უწოდა ,,ორთოტროფია",სადაც ნათლად ჩამოაყალიბა  საკვები პროდუქტების  შეტავსებადობის ძირითადი  წესები.ქვემოთ შემოგთავაზებთ ამ წესების ერთობლიობას,ეს გახლავთ ჯანსაღი კვების წესები:
1)ნურასოდეს მიიღებთ კონცენტრირებულ ცილოვან და ნახშირწყლებიან საკვებს ერთ ჯერზე
     ეს ნიშნავს: არ შეჭამოთ ნიგოზი,ხორცი,კვერცხი,ყველი და სხვა ცილოვანი საკვები პურთან,მარცვლოვან პროდუქტებთან,კარტოფილთან,ნამცხვართან,ტკბილ ხილთან.ერთ ჯერზე უნდა მიირთვათ კვერცხი,მეორეზე-ტევზი,მესამეზე-რძე და ა.შ.თუ თქვენ არ შეგიძლიათ უარი თქვათ ცომეულის ნაწარმზე,მაშინ ისინი ცალკე მიირთვით
2) არასოდეს მიირთვათ ნახშირწყლოვანი და მჟავე საკვები ერთ ჯერზე.
      ნუ სეჭამთ პურს,კარტოფილს,ბარდას,პარკოსნებს,ბანანს,ფინიკს და სხვა ნახშირწყლოვან პროდუქტებს ლიმონთან,ფორთოხალთან,გრეიფრუტთან,ანანასთან,პამიდორთან და სხვა მჟავე პროდუქტებტან
3)არასოდეს შეჭამოთ ორი კონცენტრირებული  ცილოვანი საკვები ერთ ჯერზე
   სხვადასხვა სახისა და შემადგენლობის ცილოვანი პროდუქტები საჭიროებენ განსხვავებულ საჭმლის მომნელებელ წვენებს და კონცენტრაციებს.ეს წვენები კუჭში ერთსა და იმავე დროს არ გამოიყოფა,ამიტომაც ყოველთვის საჭიროა ამ წესის დაცვა
4)არასოდეს მიირთვათ ცხიმები ცილებთან
   ნაღები,კარაქი,არაჟანი,მცენარეული ზეთი არ უნდა შეჭამოთ ხორცთან,კვერცხთან,ყველთან,ნიგოზთან და სხვა ცილებთან.
5)არ შეჭამოთ მჟავე ხილი ცილოვან საკვებთან
    ფორთოხალი,ლიმონი,პამიდორი,ანანასი,გრეიფრუტი,ალუბალი,მჟავე ვაშლი არ  მიირთვათ  ყველთან,ნიგოზთან,კვერცხთან,ხორცთან.რაც უფრო მარტივია ჩვენი კერძები,მიტ ეფექტურია  ჩვენ მიერ საჭმლის მონელების პროცესი
6)არ მიირთვათ  სახამებლიანი საკვები და შაქარი ერთ ჯერზე
    ჟელე,ჯემი,ხილის ნაღების კარაქი,შაქარი,ბადაგი,სიროფი არ უნდა მიირთვათ პურთან ან ფაფებთან,ან კიდევ ნამცხვრებთან,ღვეზელთან,ტორტთან.ყველაფერი ეს გამოიწვევს  ნაწლავების დუღილს,ხოლო შემდეგ კი ორგანიზმის მოწამვლას.
7)მიირთვით მხოლოდ ერთი კონცენტრირებული სახამებელი  საკვების ერთ ჯერზე
    თუ სახამებლის ორი სახეობა(კარტოფილი,ან ფაფეული,პური) მოიხმარება ერთჯერადად მიღებაზე,მაშინ  ერთი მათგანი გადამუშავდება,ხოლო მეორე ხელუხლებელი დარჩება კუჭში,როგორც ტვირთი-არ გადადის ნაწლავებში,აფერხებს სხვა საკვების შეთვისებას,იწვევს დურილს,ბოყინს,ამაღლებს კუჭის წვენის მჟავიანობას და ა.შ.
8)ნესვი ყოველთვის უნდა მიირთვათ ცალკე,როგორც ყველა ხილი და ჭამის წინ ცარიელ კუჭზე,ხოლო შემდეგი საკვები უნდა მიიღოთ 80 წუთის შემდეგ.
9)რძე უმჯობესია გადააქციოთ მაწვნად და მიიღოთ ცალკე
    რძის ცხიმი რაღაც დროით აბრკოლებს კუჭის წვენის გამოყოფას.რძე შეითვისება არა კუჭში,არამედ თორმეტგოჯა ნაწლავში,ამიტომ რძის არსებობას კუჭი არ რეაგირებს  სეკრეციით,რაც ხელს უშლის სხვა საკვების გადამუშავებას,თუ ის კუჭში მოხვდა სხვა საკვებთან ერთად.
10)სალათებში არ უნდა დაემატოს არც მცენარეული ზეთები,არც სიმჟავენი.სიმჟავენი ხელს უშლიან სახამებლისა და ცილების გადამუშავებას.
     სალათების შეზავება თუ ასე აუცილებელია,უმჯობესია ბოსტნეულისავე წვენებით.კომბოსტოსა და სხვა ბოსტნეულის წვენები,საკვებში ჩამატებული ძალზედ სასარგებლოა,ზრდის კუჭის წვენის გამოყოფას და ამაღლებს ფერმენტების შემცველობას
11)ყველაზე ძლიერ ორგანიზმს ცხიმების შეთვისება უჭირს.მცირე რაოდენობის ცხიმიც კი ანელებს კუჭის წვენის გამოყოფას
  კუჭის წვენის გამოსაყოფად და  კუჭის ასამოძრავებლად,კომბოსტოს წვენი  შეუცვლელია
12)ხილი,მირთმეული ნებისმიერ სხვა საკვებთან ერთად
     მიუხედავად მისი სასარგებლო თვისებებისა,მთელ მასას გადააქცევს ხრწნად მასად.
     სხვა პროდუქტებტან შეერთებისას, ხილი ადვილად იწყებს დუღილს.ყველაზე უკეთესია მისი ცალკე მირთმევა ჭამამდე 80 წუთით ადრე.

სახის კანის გასუფთავება

       თანამედროვე კოსმეტიკაში მთავარი ადგილი უკავია კანის,კერძოდ კი სახის კანის მოვლის ჰიგიენურ ღონისძიებებს.ასეთ ღონისძიებებს პირველ რიგში ეკუთვნის კანის სისუფთავის დაცვა,რაც მიიღწევა ღამით  მისი გაწმენდის გზით
       სახის კანის ძირითადი გაწმენდა უნდა ჩატარდეს ყოველდღიურად და აუცილებლად საღამოს და არა დილით.ეს იმით აიხსნება,რომ დღის განმავლობაში კანის ზედაპირი თანდათან ჭუჭყიანდება,იქმნება ფენა,რომელიც შედგება ეპიდერმისის რქოვანი ფენის მკვდარი  უჯრედებისაგან.გარდა ამისა, კანზე ილექება მტვერი,ქერტლი,რომლებიც გროვდებიან ფორებში,არღვევენ და აძნელებენ კანის ჩვეულებრივ ფიზიოლოგიურ ფუნქციას და ხელს უშლიან კანის  ცხიმის ბუნებრივ  გამოყოფას.გაჭუჭყიანების ქიმიური ანალიზი გვიჩვენებს,რომ ის ძალზედ მავნეა,იწვევს გაღიზიანებას,ადუნებს კანს.
   კანის გაწმენდა დღისით დაგროვილი ჭუჭყისგან საჭიროა დაძინებამდე საათნახევრით ადრე.საჭიროა წინასწარ გავიწმინდოთ კისერი.ყოველგვარი საღამოს გაწმენდის შემდეგ,სანამ კანი ჯერ კიდევ სველია,სასარგებლოა კანი კი არ გავიწმინდოთ პირსახოცით,არამედ უბრალოდ მსუბუქად ვირტყათ ხელისგულები სახესა და ყელზე.მინდა შემოგთავაზოთ გაწმენდის ისეთი ხერხები,რომლებიც საერთოა ყველა ტიპის კანისთვის
სახის კანის საღამოს გაწმენდის ხერხები
1) გაწმენდა მცენარეული ზეთით
   ძალიან სასარგებლო,მარტივი და გავრცელებული საშუალებაა ყოველგვარი ტიპის და ყელის გასაწმენდად. 1 ჩ.კ. ზეთს 1-2 წუთით  ტოვებენ ფაიფურის სირჩაში,ან ქილაში ცხელ წყალში.მსუბუქად დაასველეთ ბამბა და გაიწმინდეთ მთელი კანი,შემდგომ უკვე ბამბა უხვად დაასველეთ და გაიწმინდეთ კანი შემდეგი მიმართულებით:დაიწყეთ კისრიდან,შემდეგ ნიკაპიდან და პირიდან ღაწვებისაკენ,ცხვირის ბოლოდან შუბლისაკენ და თვალების ირგვლივ,ცხვირიდან ზედა ქუთუთოს გავლით ღაწვისაკენ და ქვედა ქუთუთოზე უკანსვლით.ამასთან იწმინდება ასევე  ტუჩები და წარბები.2-3 წუთის შემდეგ ზეთს საბოლოოდ  იწმენდენ ბემბით,რომელიც თავიდან ცოტათია დასველებული ლოსიონით,ჩაით,ან ანადუღარი წყლით,რომელიც შერეული იქნება  ხილის წვენთან( ლიმონი,ფორთოხალი,ვაშლი)მცენარეული ზეთით გაწმენდა ზამთრისა და შემოდგომისთვისაა მიზანშეწონილი
2)მჟავე რძით გაწმენდა
     მჟავე რძით შეგიძლიათ კანი გაიწმინდოთ მთელი წლის განმავლობაში,ყველა ტიპის კანისთვის.განსაკუთრებით კარგია ჭორფლიანი კანისათვის,მჟავე რძე რამდენადმე უფერმკრთალებს ჭორფლს.მჟავე რძის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კეფირი,ახალი არაჟანი(ეს პროდუქტები  არ უნდა იყოს გადამჟავებული,გადამჟავება განსაკუთრებით მავნეა მშრალი კანისთვის)
   მშრალი ბამბის ტამპონით აიღეთ მჟავე რძის,ან კეფირის  მცირე რაოდენობა და გაიწმინდეთ კანი. ყოველი შემდგომი ტამპონი უფრო უხვად დაასველეთ.უკანასკნელი კარგად გაწურული ტამპონით მოიშორეთ კეფირის,ან რძის ნარჩენები და ჯერ კიდევ სველ კანზე  წაისვით მკვებავი,რომელიც სწრაფად მმოგიხსნით წვის შეგრძნებას.კრემის წასმამდე შეგიძლიათ კანზე ანადუღარი წყალიც შეისხათ.თუ გაწმენდის შემდგომ  სახის კანი ძალიან არის გაღიზიანებული და გაწითლებული,მაშინ კანი ჩამოიწმინდეთ  1-2 ჯერ ჩაიში,ან ახალ რძეში დასველებული ბამბიტ და  შემდგომ წაისვიტ მკვებავი
3) რძით დაბანა
  კოსმეტიკაში რძით დაბანას მრავალსაუკუნოვანი  ტრადიციები აქვს.რძე კანზე დამამშვიდებლად მოქმედებს,ამიტომ მას ხშირად იყენებენ მშრალი და განსაკუთრებული მგრძნობელობის მქონე კანისთვის.
   ეს პროცედურა სრულდება სახის გაწმენდის შემდგომ,თან რძე შერეული უნდა იყოს  ცხელ წყალთან.თუ კანი გაღიზიანებულია მაშინ რძეს გვირილის,ან ცაცხვის ცაი გაუმატეთ ცხელი წყლის ნაცვლად( ახალმოწველილი რძის ტემპერატურამდე) წინასწარ კანი გაწმინდეთ  მცენარეული  ზეთით,რათა კანს უკეთესად მოშორდეს ჭუჭყი.სემდგომ სახე დაიბენეთ გაზავებული რძით(შეგიძლიათ ბამბის ტამპონი გამოიყენოთ,ან გაძავებული რძე ჩაასხით პატარა ჯამში  და ჩაყავით სახის ხან ერთი მხარე,ხან მეორე,ხან ნიკაპი მორიგეობით.აბაზანის შემდგომ სახე დაწოლითი მოძრაობით მსუბუქად გააშრეთ ბამბის ტამპონით.შემდგომ ჯერ კიდევ სველ კანზე წაისვით მკვებავი კრემი.
4) გაწმენდა ქატოთი და შავი პურის გულით
    ამ ხერხისთვის გამოიყენება  ხორბლის,ქერის,ბრინჯის,ნუშის ქატო,ან ცხელ წყალში  დასველებული შავი პურის გული,რომელიც შეიცავს ბევრ ქატოს

 1 ჭ. ქერის ფანტელებს(გერკულესი)ატარებენ ხორცის მანქანაში;(25 წლამდე პირებისათვის ამატებენ  1 ჩ,კ. სოდას და ბორის მჟავას.)ნარევი კარგად უნდა აურიოთ და შეინახოთ მინის ქილაში კოვზთან ერთად.ეს ნარევი კარგია ფორებიანი, ცხიმიანი კანისათვის.მთელ სახის კანზე დაისხით  წყალი,შემდეგ  მარცხენა ხელის გულზე  დაიდეთ 1 ჩ.კ დაფქვილი ქერის ფანტელები,შეურიეთ წყალი და აურიეთ ფაფისმაგვარი მასის მიღებამდე.მარჯვენა ხელით ფაფა ნელ-ნელა წაისვით კანზე,ამასთან მსუბუქად შეიზილეთ ნიკაპზე,ცხვირზე,შუბლზე,ლოყებზე.ორივე ხელით კარგად გაიწმინდეთ კანი.როგორც კი წარმოიქმნება შეგრძნება,რომ ხელები კანზე თავისუფლად მოძრაობს,ფაფა ჩამოიბანეთ.ანალოგიურად გამოიყენება შავი პურის გული.განსაკუთრებით კარგია ცხიმიანი კანისთვის.სახის კანის გაწმენდის ეს პროცედურა ტარდება  ყოველ საღამოს 1 თვის განმავლობაში.ცხიმიანი კანისთვის კი შეიზლება მისი განმეორება 2-3 კვირის შემდგომ

   

Wednesday, January 16, 2013

ჯანსაღი და დღეგრძელი ცხოვრების 10 მცნება

1) უპირატესობა მიეც ცილებიან საკვებს,რამეთუ ის სიცოცხლის წყარო,უჯრედებისა და ქსოვილების აღმდგენი,ორგანული პროცესების გენერატორია

2)ერიდე ნახშირწყლებსა და ცხიმებს,რამეთუ ისინი ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას,გართმევს  ენერგიასა და სიცოცხლისუნარიანობას

3)აღკვეთე ალკოჰოლიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღება და თამბაქოს წევა.

4)აქტიურად მისდიე სპორტის იმ სახეობას,რომელსაც აირჩევ;ნუ გამოტოვებ კვირის ნურცერთ დღეს ფიზიკური აქტივობის გარეშე

5)ივარჯიშე და გაიძლიერე ფილტვები,რათა განიწმინდოს სისხლი ბუნების ელექსირით-ჟანგბადი
6) დაიმორჩილე და დაამარცხე ნერვულობა,სხეულისა და გონების უმთავრესი და უპირველესი მტერი

7)წელიწადში ორჯერ მიიღე რჩევა შენი თერაპევტისა და სტომატოლოგისაგან,ყურად იღე იგი

8)მიიღე ვიტამინები საკვების,ან აბების სახით,რამეტუ ის სიცოცხლის ნაპერწკალია

9)მიეც საშუალება სხეულსა შენსა  ძილის დროს ისე დაისვენოს,რომ ბუნებამ შეძლოს დღის განმავლობაში მირებული სტრესებისა და დაძაბულობის მოხსნა

10)ყოველგვარი საქმიანობისას,სმა-ჭამა იქნება ეს თუგარტობა,ზომიერებას ნუ გადახვალ

სახის კანის მოვლის ძირითადი პრინციპები

     სახის კანის მოვლაში განვიხილავთ შემდეგ ძირითად პრინციპებს:სახის კანის გასუფთავება,გამოკვება,დარბილება,კანის დაცვა გარეგანი და შინაგანი მავნე ფაქტორებისაგან.ვიდრე კანის მოვლის ძირითად პრინციპებს განვიხილავთ,აუცილებელია დავიმახსოვროთ,რომ სახეზე არის სამასაჟო ხაზები და ყველა კოსმეტიკური პროცედურა ამ ხაზებზე უნდა ჩავატაროთ(მალამოების,ლოსიონების,ნიღბების წასმა)

    სახეზე არჩევენ 4 ძირითად სამასაჟო ხაზს:
1)ნიკაპიდან ყურის ბიბილოებამდე  
2)ტუჩის კუთხიდან ყურის ნიჟარის შუა წერტილამდე 
3)ცხვირის ნიჟარის ფრთებიდან საფეთქლებამდე
4) შუბლის ცენტრიდან საფეთქლებამდე.
     სახის კანის მოვლა სრულებითაც არ ნიშნავს კოსმეტიკური საშუალებების უხვ გამოყენებას.კოსმეტიკური პროცედურების შესრულებისას უნდა გვახსოვდეს,რომ მათ შედეგი მოაქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში,როცა მათ სწორად კანის ანატომიური აგებულებისა და კანის ხაზების გათვალისწინებით ვიყენებთ.კოსმეტიკური პროცედურების გამოყენებისას აუცილებელია შევეჩვიოთ სწორ მოძრაობებს და მიმართულებებს.
     წესები,რომლებიც არ  უნდა დაარღვიოთ:
1)არ შეიძლება სახის კანის დაბანა უხეში ჯაგრისით,ჩვეულებრივი საპნით(ხელის მტევნებიც კი არ უნდა დაიბანოთ ასეთი საპნით)

2) არ შეიძლება პირის დაბანის შემდგომ უხეში პირსახოცით გამშრალება,ეს ძალიან ჭიმავს და აღიზიანებს კანს.

3) არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ კანის სისქე სხეულის ცალკეულ უბნებზე სხვადასხვაა.შემთხვევითი არ არის,რომ სახის კანისთვის განკუთვნილი ნედლეული სხვაგვარად არის დამუშავებული.ასევეა მასაჟის შემთხვევაშიც.სახის და ყელის კანის მასაჟი განსხვავდება ერთმანეთისგან.

4) პირის დასაბანად გამოიყენეთ ნელთბილი წყალი,მაგრამ გაითვალისწინეთ,რომ ჩვეულებრივ წყალს(გამდინარე,ჭის) ცვენი კანი ძნელად იტანს,რადგან მასში არსებული კალციუმის და მაგნიუმის მარილები რეაქციაში შედიან საპონთან და კანის ცხიმოვან საფარველთან,წარმოქმნილი ძნელადხსნადი ნივთიერებები ილექება კანზე და ძნელად შორდება მას.ამდენად საჭიროა დასაბანი წყლის დარბილება.გამდინარე წყალი ნაკლებად ხისტია,ამიტომ უბრალოდ გადაადუღეთ.ჭის წყალი საკმაოდ ხისტია,ამიტომ დუღილისას დაამატეთ სოდა(ლიტრზე 1 ჩ.კ.)

5) პირის დასაბანად გამოიყენეთ კოსმეტიკური საპონი,თუ ეს თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის,გამოიყენეთ ნებისმიერი კარგი ხარისხის საპონი,არ გამოიყენოთ სარეცხის საპონი და ჩვეულებრივი ტანის დასაბანი საპონი.

6) ნუ გამოიყენებთ კანის გასასუფთავებლად ოდეკოლონს და სხვა სპირტის შემცველ ხსნარებს.იგი კანს აუხესებს,აშრობს,იწვევს მის აქერცვლას და ლაქების გაჩენას.ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური კოსმეტიკური ლოსიონები და იმ მცენარეთა ნახარშები და ნაყენები,რომლებიც შეესაბამება თქვენი სახის ტიპს.

7) პირის გასამშრალებლად გამოიყენეთ ნაზი პირსახოცი.გამშრალებისას არ მოისრისოთ კანი,არამედ ნაზად მიიდეთ და ისე შეიშრეთ წყალი.

სახის კანის ტიპები

    სახის კანის ტიპის განსაზღვრა პირველი რიგის ამოცანაა,რადგან ყველა კოსმეტიკური საშუალება და პროცედურა მჭიდროდ უკავსირდება კანის მდგომარეობას.სახის კანის ტიპის დადგენის მიზნით უმჯობესია მიმართოთ ექიმ კოსმეტოლოგს,რომელიც მოგცემთ დასკვნას თქვენი კანის მდგომარეობის შესახებ.
      პირობითად სახის კანის შემდეგ ტიპებს არჩევენ: ნორმალური,მშრალი,ცხიმიანი და კომბინირებული.
   ნორმალური კანი-ნორმალურ კანს პრაქტიკულად ტვით ახალგაზრდა ქალებშიც იშვიათად შეხვდებით.ხშირად აქ არანაკლებ როლს თამაშობს მემკვიდრეობითობა.ნორმალური კანი რბილი,ელასტიური,ნორჩი და დახვეწილია შესახედავად,არც ცხიმიანი და არც მშრალია.მასზე არ ჩანს გაფართოებული ფორები,შავი ან თეთრი წერტილები,წითელი ლაქები და ჩირქგროვები.მასზე არ მოქმედებს გამღიზიანებლები: სიცხე,ქარი,სიცივე.სამწუხაროდ ნორმალური კანი ძალზედ იშვიათია.ზოგადად ნორმალური კანი აქვთ ბავშვებს და მოზარდებს გარდატეხის ასაკამდე.
      მშრალი კანი-მშრალი კანი საკმაოდ ხშირად გვხვდება.ახალგაზრდა ქალებში კანის სიმშრალე შეუმჩნეველია.კანი ლამაზია,მკვრივია და არ იქერცლება,მაგრამ იგი მოკლებულია ბზინვარებას.ბზინვარების უქონლობა უკვე კანის სიმშრალის და შემდგომში სიბერის ნიშანია.კანის სიმშრალე ვითარდება ცხიმის გამოყოფის შემცირების შედეგად.ცხიმოვანი ჯირკვლების გამონაჟონი კანს ელასტიურობას აძლევს,იცავს მას გამოსრობისაგან,გარეგნული გამღიზიანებლებისა და ინფექციებისაგან,რადგან კანის ბუნებრივი ზედაპირული საცხის მჟაური რეაქცია ხელს უშლის მავნე მიკრობების  ზრდას და გამრავლებას.მათი არსებობისატვის საჭიროა სოდიანი გარემო,რაც ყოველთვის ახასიათებს მშრალ კანს.ცხიმის გამოყოფას მრავალი ფაქტორი ამცირებს.მაგალითად: ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციების დარრვევა,არასწორი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება(ტუალეტის წყალი,სპირტი,70 % ადეკალონი)კანის არასწორი მოვლა,კანის დაბანა ხისტი ცივი წყლით და საპნით,ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების ხანგრძლივი ზემოქმედება(ცხელი ქურა,სიცივე,მზე,ქარი)კრემწაუსმელ კანზე პუდრის გამოყენება და ა.შ.მოკლედ კანის ეს ტიპი ძალზედ მგრძნობიარეა და საჭიროებს სწორ მოვლას და კოსმეტოლოგთან ხშირ ვიზიტს.
      კომბინირებული სახის კანი-ასეთი სახის კანი ყველაზე ხშირია.ამ დროს ადამიანს ცხვირზე,ნიკაპზე,შუბლზე ზედმეტი რაოდენობით აქვს ცხიმი,ხოლო თვალის ირგვლივ,საფეთქლებზე,ყელზე სიმშრალე აღენიშნება.ამ ტიპის კანის მოვლა ყველაზე ძნელია,მისთვის დამახასიათებელია ცხიმის არათანაბარი განაწილება სახის მიდამოებში.კანის შერეული ტიპი უმეტესად შეინიშნება 25-35  წლამდე,მოგვიანებით მშრალი ხდება კანის ყველა უბანი,გარდა ცხვირისა.ძალზე მკვეთრი კონტრასტები შერეული კანის სხვადასხვა მონაკვეთებს შორის განპირობებულია არასწორი მოვლით.როცა საღამოს ვისვამთ მკვებავს,განსაკუთრებით ცხიმიან,ფორებიან კანზე,ცხვირზე და ნიკაპზე კრემის წასმა არ არის საჭირო,რადგან სწორედ კანის ამ უბნებზე ოფლის და ცხიმიანი ჯირკვლების ხარჯზე ბუნებრივი კვება საკმარისია და კრემის წასმა მიზანშეწონილი არ არის.შერეული კანის დროს უნდა გამოვიყენოთ ვიტამინიზირებული არაცხიმოვანი კრემი,ამასთან იგი უნდა წავისვათ ზედაპირულად,სეზელვის გარეშე
       ცხიმიანი კანი-ლიმონის კანს მოგვაგონებს,იგი უხეშია,ფორიანი და ბრწყინავს.ხშირად გვხვდება კომედონები(შავი წერტილები) და გამონაყარი.კანის გაცხიმიანება თავს იჩენს სქესობრივი მომწიფების პერიოდში და ასე რჩება  35-45 წლამდე.მას ერთი კარგი თვისებაც აქვს,შედარებით გვიან ბერდება.ცხიმიან კანს ახასიათებს გაფართოებული ფორები.შესაბამისი მოვლის უქონლობის გარეშე კი ადვილად ჭუჭყიანდება და ჩნდება ანთებითი რეაქცია,ქავილი,ფერისმჭამელები.ცხიმიანი კანის პატრონებს სჭირდებათ შესაბამისი კვების რეჟიმის დაცვაც
     კანის გაუცხიმოვება არ ითხოვს ზედმეტ შრომას,მაშინ როდესაც კანის ნორმალურ მდგომარეობაში დასაბრულებლად დიდი შრომაა საჭირო.ამიტომ კანის მდგომარეობასტან დაკავშირებით ნაადრევი დასკვნების გაკეთება არ უნდა ვიჩქაროთ.უსიამოვნო შედეგების თავიდან აცილების მიზნით უმჯობესია დასახმარებლად მიმართოთ სპეციალისტს

Tuesday, January 15, 2013

ცოტა რამ კოსმეტოლოგიაზე



     გალამაზების ხელოვნება თავისი ფესვებით შორეულ წარსულში იღებს სათავეს.მთელი რიგი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ძეგლები მოწმობენ,რომ ეგვიპტეში კოსმეტიკა ცნობილი იყო უკვე ჩვენს ერამდე  2000 წელს. კოსმეტოლოგია-მეცნიერება ხელოვნებაზე ჯანმრთელი და ლამაზი გახადოს ადამიანის სხეული და სახე,გარკვეული ინდივიდუალურად გამოყენებული საშუალებების დახმარებით-თავის საწყისს იღებს ეგვიპტეში,სადაც კოსმეტიკას აწარმოებდნენ ექიმბაშები,ქურუმები,შამანები,რომლებიც  ამა თუ იმ დონით ფლობდნენ ყოველგვარი კოსმეტიკური საშუალების დამზადების ხელოვნებას.ძირითადად ეს იყო დეკორატიული კოსმეტიკა,რომლის დახმარებითაც ნიღბავდნენ კანის დეფექტებს.თმის შეღებვის ერთ-ერთი უძველესი რეცეპტი ეკუთვნის  მე -18 დინასტიის( ჩვ.წ.ა. 1580 წ) ეგვიპტელი ფარაონის მეუღლეს.
      კოსმეტიკამ( წარმოსდგება ბერძნული სიტყვიდან kosmetike-მორთვის ხელოვნება) განვითარების გრძელი გზა გაიარა ვიდრე საბოლოოდ არ დადგა მტკიცე  მეცნიერულ საფუძველზე.თანამედროვე კოსმეტოლოგია მედიცინის ერთ-ერთი დარგთაგანია და ფართოდ იყენებს მეცნიერულ ცოდნას და ფიზიოლოგიის,ბიოლოგიის,ჰიგიენის,ბიოქიმიის,ფარმაკოლოგიის,ქირურგიის და სხვა სამედიცინო-ბიოლოგიური დისციპლინების მიღწევებს.
      კოსმეტოლოგია გვასწავლის და გვიმტკიცებს,რომ მხოლოდ მაშინ,როდესაც შევიცნობთ ჩვენი გარეგნული იერის  მჭიდრო კავშირს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასთან,აგრეთვე დროულად და ყოველდღიურად  გამოვიყენებთ საშუალებებს და კოსმეტიკური მკურნალობის მეთოდებს,შევძლებთ შევინარჩუნოთ ჩვენი სხეულის და კონკრეტულად კანის სილამაზე და სინორჩე
     კოსმეტოლოგიაში გამოიყოფა:
 1) ჰიგიენური,ან პროფილაქტიკური  კოსმეტიკა,რომლის მიზანია თავიდან ავიცილოთ კანის კოსმეტიკური ნაკლოვანებები 
2) საექიმო,ან სპეციალური კოსმეტიკა,რომელიც უკვე არსებულ სახის და სხეულის კოსმეტიკურ ნაკლოვანებებს მკურნალობს
 3) ქირურგიული,ანუ პლასტიკური კოსმეტიკა.იგი აცილებს და ასწორებს დეფექტებს,რომლებიც არ ემორჩილებიან საექიმო კოსმეტიკას 
4)დეკორატიული კოსმეტიკა-რომლის მიზანია სხვადასხვა უვნებელი კოსმეტიკური საშუალებების დახმარებით შეუმჩნეველი გახადოს სახის კანის ნაკლოვანებები,აგრეთვე გამოკვეთოს კანის ზოგიერთი ნაკვთი,გახადოს იგი უფრო ლამაზი

Saturday, January 12, 2013

ჭარბთმიანობა


ჭარბთმიანობასთან ბრძოლა

     ჭარბთმიანობის(ჰირსულტიზმის,ჰიპერტრიქოზის) დროს ადგილი აქვს ქალებში თმების არაბუნებრივ ზრდას-ქვედაყბის,ზედა ტუჩის,ლოყების,გულმკერდის და ა.შ.არეებში.გათმიანება უმეტესად გარდატეხის პერიოდში,ან კლიმაქსის დროს ხდება.მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის მოშლა,ცენტრალური ნერვული  სისტემის ორგანული დაზიანებები(თავის ტვინის სიმსივნე,ენცეფალიტი,გაფანტული სკლეროზი)რიგ შემთხვევებში გათმიანება თან ახლავს ჰორმონალური პრეპარატების მიღებას,კოსმეტიკური საშუალებების არასწორ გამოყენებას და ა.შ

   სხეულიდან თმის მოცილება არის პროცესი რომლის შედეგადაც ხდება თმის ღერის მოცილება თმის ბუდიდან, ან კანიზ ზედაპირიდან. თმის მოცილების სინონიმებია ეპილაცია, დეპილაცია.თმები ადამიანის სხეულზე იზრდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, სქესობრივი მომწიფების შემდგომ. რეალურად ადამიანს მცირე ასაკიდანვე აქვს სხეულზე თმები, ოღონდ ეს არის პირველადი თმები, რომლებიც ღინღლებს შეესაბამება, არ არის მუქი და უხეში, პირველადი თმები ტესტოსტერონის გავლენით გარდაიქმნება ტერმინალურ თმებად, რომელიც არის მუქი, უხეში და ზოგ შემთხვევაში ესთეტიურად არასასურველი.  მამაკაცებს აქვთ უფრო მეტი თმა (ტერმინალური) ვიდრე ქალებს. თმა იზრდება, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში სტანდარტულად: თავზე, წარბებზე,  ქუთუთოების კიდეებზე (წამწამები),  ბოქვენის მიდამოზე, ფეხებზე და იღლიებზე. მამაკაცებს თმიანობა აქვთ დამატებით : სახეზეც, ზურგზე, მუცელზე, მკერდზე ხელებზე.
თმები არ იზრდება ფეხის გულებზე, ხელის გულებზე, ტუჩებზე, გენიტალიების ლორწოვანზე.თმის მოცილება გავრცელებულია მსოფლიოში თითქმის ყველა კულტურაში, ყველაზე გავრცელებულ თმის მოცილების მეთოდს გაპარსვა წარმოადგენს.
ქალების უმრავლესობა თმის მოცილების მიზნით იპარსავს ფეხებს და იღლიას, დაახლოებით მათი ნახევარი ბიკინის ზონას და ბოქვენის მიმდებარე თმებს.
რაც შეეხება მამაკაცებს, მათ უმრავლესობა იპარსავს სახეზე თმებს (დასავლურ ქვეყნებში), მცირე ნაწილი კი ატარებს წვერს.
თმის მოცილების ფორმები:

  • დეპილაცია – არის თმის მოცილება სხეულის კანის ზედაპირის ზემოთ.  დეპილაციის ყველაზე ხშირი ფორმაა გაპარსვა, ასევე არსებობს დეპილაციის ქიმიური საშუალებები (ისინი ცილის დისულფიდურ ბმებს წყვეტენ, რაც თმას აძლევს სიმტკიცეს).
  • ეპილაცია – მთლიანი თმის ღერის ამოღება , ამ დროს თმის ის ნაწილიც  სცილდება სხეულს რაც კანის ქვეშაა. ეპილაციას მიეკუთნება: ცვილით ეპილაცია , ე.წ. Sugaring ეპილატორით (მექანიკური), ლაზერით,  პინცეტით ეპილაცია და ა.შ.
თმის მოცილებით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთდებია: გაპარსვა, დეპილატორი კრემების გამოყენება, თმების პინცეტით მოცილება.
თმების მუდმივი მოცილება:  ელექტროეპილაცია, რომელიც 130 წელია აღიარებული და აპრობირებულია (FDA)-ის მიერ. ელექტრო ენერგიით ანადგურებენ იმ ჩანასახოვან უჯრედებს, რომლისგანაც შემდგომში თმები ვითარდება.   FDA აღიარებს, მხოლოდ ელექტროეპილაციას , როგორც თმის მოცილების მუდმივ საშუალებას.
ლაზერული ეპილაცია აპრობირებულია  FDA -ს მიერ 1997 წლიდან.  ლაზერი ანადგურებს თმის ფოლიკულს და ორიენტირებულია თმის მუქ პიგმენტზე.  პირველი რამოდენიმე გამოყენების შემდეგ თმის მოცილება სამუდამო ხდება.
თმების რაოდენობის შემცირებას იწვევს თმის ლაზერული მოცილება, ინტენსიური პულსური სინათლე (მაღალენერგიული ნათურები), დიოდური ეპილაცია.