პოპულარული პოსტები

Tuesday, January 15, 2013

ცოტა რამ კოსმეტოლოგიაზე



     გალამაზების ხელოვნება თავისი ფესვებით შორეულ წარსულში იღებს სათავეს.მთელი რიგი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ძეგლები მოწმობენ,რომ ეგვიპტეში კოსმეტიკა ცნობილი იყო უკვე ჩვენს ერამდე  2000 წელს. კოსმეტოლოგია-მეცნიერება ხელოვნებაზე ჯანმრთელი და ლამაზი გახადოს ადამიანის სხეული და სახე,გარკვეული ინდივიდუალურად გამოყენებული საშუალებების დახმარებით-თავის საწყისს იღებს ეგვიპტეში,სადაც კოსმეტიკას აწარმოებდნენ ექიმბაშები,ქურუმები,შამანები,რომლებიც  ამა თუ იმ დონით ფლობდნენ ყოველგვარი კოსმეტიკური საშუალების დამზადების ხელოვნებას.ძირითადად ეს იყო დეკორატიული კოსმეტიკა,რომლის დახმარებითაც ნიღბავდნენ კანის დეფექტებს.თმის შეღებვის ერთ-ერთი უძველესი რეცეპტი ეკუთვნის  მე -18 დინასტიის( ჩვ.წ.ა. 1580 წ) ეგვიპტელი ფარაონის მეუღლეს.
      კოსმეტიკამ( წარმოსდგება ბერძნული სიტყვიდან kosmetike-მორთვის ხელოვნება) განვითარების გრძელი გზა გაიარა ვიდრე საბოლოოდ არ დადგა მტკიცე  მეცნიერულ საფუძველზე.თანამედროვე კოსმეტოლოგია მედიცინის ერთ-ერთი დარგთაგანია და ფართოდ იყენებს მეცნიერულ ცოდნას და ფიზიოლოგიის,ბიოლოგიის,ჰიგიენის,ბიოქიმიის,ფარმაკოლოგიის,ქირურგიის და სხვა სამედიცინო-ბიოლოგიური დისციპლინების მიღწევებს.
      კოსმეტოლოგია გვასწავლის და გვიმტკიცებს,რომ მხოლოდ მაშინ,როდესაც შევიცნობთ ჩვენი გარეგნული იერის  მჭიდრო კავშირს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასთან,აგრეთვე დროულად და ყოველდღიურად  გამოვიყენებთ საშუალებებს და კოსმეტიკური მკურნალობის მეთოდებს,შევძლებთ შევინარჩუნოთ ჩვენი სხეულის და კონკრეტულად კანის სილამაზე და სინორჩე
     კოსმეტოლოგიაში გამოიყოფა:
 1) ჰიგიენური,ან პროფილაქტიკური  კოსმეტიკა,რომლის მიზანია თავიდან ავიცილოთ კანის კოსმეტიკური ნაკლოვანებები 
2) საექიმო,ან სპეციალური კოსმეტიკა,რომელიც უკვე არსებულ სახის და სხეულის კოსმეტიკურ ნაკლოვანებებს მკურნალობს
 3) ქირურგიული,ანუ პლასტიკური კოსმეტიკა.იგი აცილებს და ასწორებს დეფექტებს,რომლებიც არ ემორჩილებიან საექიმო კოსმეტიკას 
4)დეკორატიული კოსმეტიკა-რომლის მიზანია სხვადასხვა უვნებელი კოსმეტიკური საშუალებების დახმარებით შეუმჩნეველი გახადოს სახის კანის ნაკლოვანებები,აგრეთვე გამოკვეთოს კანის ზოგიერთი ნაკვთი,გახადოს იგი უფრო ლამაზი

No comments:

Post a Comment