პოპულარული პოსტები

Wednesday, January 16, 2013

სახის კანის მოვლის ძირითადი პრინციპები

     სახის კანის მოვლაში განვიხილავთ შემდეგ ძირითად პრინციპებს:სახის კანის გასუფთავება,გამოკვება,დარბილება,კანის დაცვა გარეგანი და შინაგანი მავნე ფაქტორებისაგან.ვიდრე კანის მოვლის ძირითად პრინციპებს განვიხილავთ,აუცილებელია დავიმახსოვროთ,რომ სახეზე არის სამასაჟო ხაზები და ყველა კოსმეტიკური პროცედურა ამ ხაზებზე უნდა ჩავატაროთ(მალამოების,ლოსიონების,ნიღბების წასმა)

    სახეზე არჩევენ 4 ძირითად სამასაჟო ხაზს:
1)ნიკაპიდან ყურის ბიბილოებამდე  
2)ტუჩის კუთხიდან ყურის ნიჟარის შუა წერტილამდე 
3)ცხვირის ნიჟარის ფრთებიდან საფეთქლებამდე
4) შუბლის ცენტრიდან საფეთქლებამდე.
     სახის კანის მოვლა სრულებითაც არ ნიშნავს კოსმეტიკური საშუალებების უხვ გამოყენებას.კოსმეტიკური პროცედურების შესრულებისას უნდა გვახსოვდეს,რომ მათ შედეგი მოაქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში,როცა მათ სწორად კანის ანატომიური აგებულებისა და კანის ხაზების გათვალისწინებით ვიყენებთ.კოსმეტიკური პროცედურების გამოყენებისას აუცილებელია შევეჩვიოთ სწორ მოძრაობებს და მიმართულებებს.
     წესები,რომლებიც არ  უნდა დაარღვიოთ:
1)არ შეიძლება სახის კანის დაბანა უხეში ჯაგრისით,ჩვეულებრივი საპნით(ხელის მტევნებიც კი არ უნდა დაიბანოთ ასეთი საპნით)

2) არ შეიძლება პირის დაბანის შემდგომ უხეში პირსახოცით გამშრალება,ეს ძალიან ჭიმავს და აღიზიანებს კანს.

3) არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ კანის სისქე სხეულის ცალკეულ უბნებზე სხვადასხვაა.შემთხვევითი არ არის,რომ სახის კანისთვის განკუთვნილი ნედლეული სხვაგვარად არის დამუშავებული.ასევეა მასაჟის შემთხვევაშიც.სახის და ყელის კანის მასაჟი განსხვავდება ერთმანეთისგან.

4) პირის დასაბანად გამოიყენეთ ნელთბილი წყალი,მაგრამ გაითვალისწინეთ,რომ ჩვეულებრივ წყალს(გამდინარე,ჭის) ცვენი კანი ძნელად იტანს,რადგან მასში არსებული კალციუმის და მაგნიუმის მარილები რეაქციაში შედიან საპონთან და კანის ცხიმოვან საფარველთან,წარმოქმნილი ძნელადხსნადი ნივთიერებები ილექება კანზე და ძნელად შორდება მას.ამდენად საჭიროა დასაბანი წყლის დარბილება.გამდინარე წყალი ნაკლებად ხისტია,ამიტომ უბრალოდ გადაადუღეთ.ჭის წყალი საკმაოდ ხისტია,ამიტომ დუღილისას დაამატეთ სოდა(ლიტრზე 1 ჩ.კ.)

5) პირის დასაბანად გამოიყენეთ კოსმეტიკური საპონი,თუ ეს თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის,გამოიყენეთ ნებისმიერი კარგი ხარისხის საპონი,არ გამოიყენოთ სარეცხის საპონი და ჩვეულებრივი ტანის დასაბანი საპონი.

6) ნუ გამოიყენებთ კანის გასასუფთავებლად ოდეკოლონს და სხვა სპირტის შემცველ ხსნარებს.იგი კანს აუხესებს,აშრობს,იწვევს მის აქერცვლას და ლაქების გაჩენას.ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური კოსმეტიკური ლოსიონები და იმ მცენარეთა ნახარშები და ნაყენები,რომლებიც შეესაბამება თქვენი სახის ტიპს.

7) პირის გასამშრალებლად გამოიყენეთ ნაზი პირსახოცი.გამშრალებისას არ მოისრისოთ კანი,არამედ ნაზად მიიდეთ და ისე შეიშრეთ წყალი.

No comments:

Post a Comment